ქართველ ფორვარდზე გიორგი მიქაუტაძეზე „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ისაუბრა.
„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელს მეტსახელი „მეცის მბაპე“ შეარქვა.
„ჟორჟი (მიქაუტაძე) არ არის მბაპე, მაგრამ „მეცის მბაპეა“. „აიაქსში“ ბედნიერების დაკარგვის შემდეგ ახლა იბრუნებს ღიმილს. როდესაც გუნდში ბომბარდირი გყავს, უდიდესი ბედნიერებაა“, – აღნიშნა „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა.
ლასლო ბოლონიმ ჩატარებული თამაშის შესახებაც ისაუბრა.
„ტექნიკური თვალსაზრისით შესანიშნავი თამაში არ გვინახავს, მაგრამ ამ პერიოდში და ჩვენს მდგომარეობაში ზედმეტად მომთხოვნები არ უნდა ვიყოთ. მოვახერხეთ გამარჯვება, რადგან დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად ვითამაშეთ და შეტევაშიც გაგვიმართლა. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გასავარდნი ზონა დავტოვეთ, ამ სიტუაციაში ყოფნა აშკარად ჯობია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, წინ კიდევ გველოდება ჯოჯოხეთური მატჩები. ჯერჯერობით, მხოლოდ ლილზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ამ თამაშში საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა შევძლოთ“, – აცხადებს „მეცის“ მთავარი მწვრთნელი.