top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: სინამდვილეში რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე

„სინამდვილეში რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ნათქვამს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს.

მდინარაძის თქმით, რატომ მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ „გამჭვირვალობის კანონს“ და რატომ აფერხებს გამჭვირვალობა ქვეყნის ევროინტეგრაციას, ამ კითხვაზე პასუხი მმართველმა გუნდმა რამდენიმე კვირაა ვერ მიიღო.

„რატომ აფერხებს გამჭვირვალობა ევროინტეგრაციას? თუ მეტი არაფერია ინტერესი და არის მხოლოდ რეესტრში მოხვედრა და ამ რეესტრში მოხვედრა ორგანიზაციების დეკლარაციების შევსება და გამჭვირვალობაა, რატომ აფერხებს?! ამ კითხვაზე ამდენი კვირაა ვიხვეწებით და პასუხი ვერ მივიღეთ. სულ სპეკულაციური პასუხებია. ევროპარლამენტარები ამაზე პასუხს მითუმეტეს ვერ გაგვცემენ. ევროდირექტივის სახით უფრო მკაცრი რეგულაციაა. რატომ მივყავართ რუსეთისკენ ამ კანონს. რუსების ნუ გჯერათ, რუსეთის ნუ გჯერათ, ისინიც აკეთებენ იმას, რომ აქ სიტუაცია აირიოს. სინამდვილეში რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე, რადგან თეორიულად რომ დავუშვათ, აქ თუ რაღაც აირია რუსეთზე მეტად ამით ვერავინ ისარგებლებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ