leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციის, განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე – გელოდებით ყველას 29 აპრილს

„ფეიკებით”, კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომელმაც ჩემზე იმოქმედოს, ეს კი შეუძლებელია, მაგრამ დეზინფორმაციის მთელი სისტემა რომ მუშაობს, ხომ ფაქტია?!”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია და გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე.

„ვინმე თუ წარმოიდგენდა წლების წინ, რომ ადამიანი, რომელიც ორ კანონს, – გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, საპარლამენტო განხილვაზე გამოიტანდა, წარადგენდა, ვინმეს განსაკუთრებული, კოორდინირებული თავდასხმების ობიექტი გახდებოდა? „ფეიკებით”, კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომელმაც ჩემზე იმოქმედოს, ეს კი შეუძლებელია, მაგრამ დეზინფორმაციის მთელი სისტემა რომ მუშაობს, ხომ ფაქტია?! ან ასეთი კანონების დაინიცირებისთვის, სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს სწირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის… როგორც ჩანს, აქამდეც მივედით და ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე.

ჩვენთვის მარტივად არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ყოველთვის გამარჯვებულები გამოვალთ, მთავარია მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე!

გელოდებით ყველას 29 აპრილს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

 

ასევე იხილეთ