top_leaderboard

რატი ბრეგაძე: 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მივდივარ, რადგან მინდა ერთიანი საქართველო, მშვიდობა, სუვერენიტეტი, მინდა, ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში

რატი ბრეგაძე „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებული შეკრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ წავა შეკრებაზე.

„მივდივარ იმიტომ, რომ: მინდა ერთიანი საქართველო; მინდა მშვიდობა; მინდა სუვერენიტეტი; მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში; მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის;

მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი; მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა; მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული, სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული“, – წერს იუსტიციის მინისტრი.

ასევე იხილეთ