ლევან კობიაშვილი უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. კომიტეტის სხდომა უეფას სათავო ოფისში, ნიონში გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში განხილული საკითხები დასამტკიცებლად უეფას აღმასრულებელ კომიტეტს გადაეგზავნება. აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 22 მაისს, დუბლინში გაიმართება.
მათივე ცნობით, კომიტეტის სხდომის შემდეგ, ლევან კობიაშვილი, ნიონში, უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო.
ლევან კობიაშვილი უეფას საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩევამდე, სფფ-ის პრეზიდენტი უეფას ფეხბურთის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ სფფ-ის ინიციატივის შედეგად, 2024/25 წლების სეზონიდან ახალგაზრდულ ლიგაში უეფას ყველა ასოციაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ლიგის გამარჯვებული.