საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დაეხმაროს.
„სამწუხაროდ, ეს არის ომი დაუძლურებაზე. პუტინი გააგრძელებს უკრაინის რაც შეიძლება მეტი ნაწილის დაპყრობას. [ეს ომი] ასე სწრაფად არ დასრულდება. პუტინი შეეცდება გაანადგუროს უკრაინელი ხალხის თავისუფლება და ალბათ უფრო შორს წავა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ მუდმივად რუსი პროპაგანდისტები და ზოგიერთი რუსი ლიდერი“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ მომავალი კვირები რთული და ალბათ უფრო საშიში იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც.
ბორელის თქმით, ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ევროპისთვის ეს სტრატეგიული პასუხისმგებლობის საკითხია.