leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: ოპოზიციური სპექტრი, როგორც ჩანს, მომხრეა ლგბტ თემატიკის პროპაგანდის, რადგან მათ უცხოელმა პატრონებმა ასე დაავალეს

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ შემუშავებული კანონპროექტის სახალხო განხილვაზე აკეთებს კომენტარს და სინანულს გამოთქვამს, რომ კომისიაში, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი ჯგუფია წარმოდგენილი.

როგორც სეფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა ოპოზიციური სპექტრის მხრიდან განხილვებში მონაწილეობისაგან თავშეკავება მიანიშნებს იმას, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდას მხარს უჭერენ.

„ოპოზიციის მხოლოდ მცირე რაოდენობაა კომისიაში წარმოდგენილი, კერძოდ ევრო-სოციალისტები, რაც იმას მოწმობს, რომ დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი, როგორც ჩანს, მომხრეა ლგბტ თემატიკის პროპაგანდის, რადგან მათ უცხოელმა პატრონებმა ასე დაავალეს.

კანონმდებლობის ძირითადი მიზანია, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

ასევე იხილეთ