leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხის დასანქცირება როგორ შეიძლება?! ასეთი რამე აბსურდია – ეს არის დაშინების მეთოდი

„29 აპრილს, მობრძანდით რუსთაველზე და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებენ ევროპარლამენტარები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არანაირ სანქციებს არ ელოდებიან.

„როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დასანქცირება?“ ასეთი რამე აბსურდია. ეს არის მეთოდი დაშინების იმისთვის რომ, ამ ევროპარლამენტარების ჯგუფს უნდა მორჩილი საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს და გაჰყვება პირდაპირ დირექტივებსა და რომელიც იტყვის, რომ სინამდვილეში მორჩილებაშია თავისუფლება და უცოდინარობაში არის ძალა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

23 აპრილს, გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.

ასევე იხილეთ