leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს – დესტრუქციით, რადიკალიზმით რამენაირად ძალაუფლების დაბრუნება

„მგონი ხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს, გარდა დესტრუქციისა”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია საკუთარი ნების გარეშე მოქმედებს, მათი ერთადერთი იმედი ქვეყნის საზღვრების გარედან მიღებული დირექტივებია.

„ხედავთ, ერთადერთი იმედი აქვთ – იყურებიან საზღვარგარეთ – როგორი დირექტივაც მოუვა ოპოზიციას ქვეყნის გარედან, ისე მოიქცევიან. იტყვის რამდენიმე ევროპარლამენტარი სანქციებიო, ესენიც გაიმეორებენ სანქციები. იტყვიან „არა სანქციებს“, ესენიც გაიმეორებენ „არა სანქციების“. აბსოლუტურად საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს დღესდღეობით, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – დესტრუქციით, რადიკალიზმით რამენაირად იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც მათ ჰქონდათ. არაერთხელ მითქვამს: ერთი გრამი ძალაუფლება რომ დაიბრუნოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად ისეთივე ტერორს დააყენებენ, რომელიც ჰქონდათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ