leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით, გულისხმობენ, რომ გვერდით არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას და მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია

„როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით, გულისხმობენ, რომ გვერდით არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას და მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია”, – ასე გამოეხმაურია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშრიებით გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არა თუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი.

„გუშინ ძალიან საინტერესო დღე იყო. გარკვეულწილად ჟანრის კლასიკა იყო, ვიზუალიზაცია იმის, თუ როგორ ესმით ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში. გუშინ პირდაპირ ვნახეთ ამის ფოტოები, კადრები და შინაარსი. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთან, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად გვერდში დგომა და ბრიფინგების ჩატარება. ვგულისხმობ იმ დეპუტატებს, ვინც ბრიფინგზე იდგნენ, იქ ხომ არ იდგა მთელი ევროპარლამენტი?! აღმოჩნდა, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება. აღმოჩნდა, რომ პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება და ესეც გავიგეთ ამ ჯგუფისგან. ეს არის საერთო ჯამში ის, რომ ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი, როდესაც გველაპარაკება ჩვენ, რომ ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით, ამას გულისხმობენ, რომ გვერდით არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია. თურმე ამას რომ ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. მგონი ვხედავთ, რომ ეს არის პრობლემა ზუსტად, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არა თუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ