leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას. აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას

„დღეს Wokism სერიოზულად უტევს ევროპას. საფრანგეთში ყველა ნაციონალური პოლიტიკის მიმდევარმა იცის, თუ რა საფრთხეა ეს საკუთარი ქვეყნისთვის და ამის წინააღმდეგ იბრძვიან“, –  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი  თამარ ჩიბურდანიძე. როგორც  ჩიბურდანიძე ვრცელ პოსტში აღნიშნავს, Wokism დაიბადა კლასიკური ლიბერალიზმის წარუმატებლობის შედეგად, როდესაც ლიბერალიზმმა ფსევდოლიბერალიზმის სახე მიიღო.

განსაკუთრებული აგრესიულობა კი, როგორც „ხალხის ძალის“ წევრი მიიჩნევს,  სწორედ LGBT უფლებების დაცვაში გამოვლინდა, რომელიც ახალი პოლიტიკის სამართავად გამოიყენება და თანაბრად ებრძვის როგორც საქართველოს, ისე ევროპას.

„ევროპაში და განსაკუთრებით, საფრანგეთში კარგად იციან, რა არის ამერიკული Wokism. მემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევრებმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულს დაინახეს მასში რეალური საფრთხე, ხოლო 2010 წლიდან უკვე ღიად დაუპირისპირდნენ ლიბერალიზმის ახალ აგრესიულ მიმართულებას, რომელიც მოიცავს იდენტობის პოლიტიკას, სოციალურ სამართლიანობას, LGBT უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას. ეს სიტყვა მომდინარეობს აფრო-ამერიკული ენობრივი ინგლისური ტერმინიდან – Woke, რაც ნიშნავს „გაფრთხილებას რასობრივი დისკრიმინაციის, სექსიზმის და LGBT უფლებების უარყოფის მიმართ“. Wokism დაიბადა კლასიკური ლიბერალიზმის წარუმატებლობის შედეგად, როდესაც ლიბერალიზმმა ფსევდოლიბერალიზმის სახე მიიღო. განსაკუთრებული აგრესიულობა კი სწორედ LGBT უფლებების დაცვაში გამოვლინდა, რომელიც ახალი პოლიტიკის სამართავად გამოიყენება. დღეს Wokism სერიოზულად უტევს ევროპას. საფრანგეთში ყველა ნაციონალური პოლიტიკის მიმდევარმა იცის, თუ რა საფრთხეა ეს საკუთარი ქვეყნისთვის და ამის წინააღმდეგ იბრძვიან. Wokism-ის წინააღმდეგ ბრძოლა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცება ეროვნული პოლიტიკის გაძლიერებით. სწორედ ამ გზას ადგანან ევროპული სახელმწიფოები და ამას ცდილობს დღეს საქართველოც. „გამჭვირვალობის შესახებ კანონი” და LGBT პროპაგანდის აკრძალვა სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაა. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სწორედ ამერიკული Wokism-ია – აგრესიული LGBT იდენტობის პოლიტიკის გატარება სახელმწიფოს მორჩილების მიზნით. ამისთვის შეცვალეს ილიას სიტყვები, რადგან სარწმუნოება ხელს უშლის LGBT უფლებების აღიარებას. „ერთობა“-ში კი, თავისთავად მოიაზრება ყველა სახის თანასწორობა, მათ შორის, გენდერულიც. ამერიკული Wokism თანაბრად ებრძვის საქართველოს და ევროპას, თუმცა, უშედეგოდ. ერის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის მოჰყვება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სხვადასხვა სახით, ასეა დღესაც. მშვიდობის შენარჩუნებით, უმძიმეს და უძლიერეს ბრძოლას აწარმოებს ქართული საზოგადოება ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისთვის“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

ასევე იხილეთ