გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აპირებს, არ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და უკრაინას Taurus-ის რაკეტები არ გადასცეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონგრესი მზადაა, ამერიკული შორი მანძილის ATACMS-ის ტიპის რაკეტები უკრაინას გადასცეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, იუწყება უკრაინული მედია.
კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი და ლონდონი კიევისთვის იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი მომწოდებლები არიან და რომ გერმანია უკრაინას არტილერიასა და საჰაერო თავდაცვაში ეხმარება.
„ᲩᲔᲛᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ ᲔᲠᲗᲘ ᲨᲔᲘᲐᲠᲐᲦᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲛᲙᲐᲤᲘᲝᲐ ᲓᲐ ᲘᲡ ᲐᲠ ᲨᲔᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ. ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲐᲡᲔᲕᲔ ᲜᲐᲗᲔᲚᲘᲐ, ᲠᲝᲛ ᲩᲕᲔᲜ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐᲡ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲨᲘ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲓᲘᲓ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐᲡ ᲒᲐᲕᲣᲬᲔᲕᲗ ᲓᲐ ᲓᲘᲓ ᲑᲠᲘᲢᲐᲜᲔᲗᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲕᲘᲥᲜᲔᲑᲘᲗ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲐᲛ ᲛᲮᲠᲘᲕ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲛᲔᲢᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ“, – ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ ᲨᲝᲚᲪᲛᲐ.