პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„აკერმანის 12
„მატადიჩკა”:
#1.აბულინგე საზოგადოება, რათა დაკნინდნენ
#2. იუზრდელე და ითავხედე, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ბევრნი ხართ.
#3.სუპერმარკეტებში, ქუჩებში და თავშეყრის ადგილებში ჯგრო-ჯგროდ იარეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ ყველა ცნობად სახეს,რომელიც მთავრობასთან ასოცირდება.
#4. მეტი სთორი განსხვავებული ლუქით, იმიჯით და სექსუალური ორიენტაციის ხაზგასასმელი აქსესუარებით – ეს თრგუნავს და ამონებს საზოგადოებას.
#5. მოერიდეთ სოფლებს და რეგიონებს, იქ უფრო გამყარებულია რელიგიური ექსტრემიზმი და შეიძლება სერიოზულად დაზიანდეთ. ეს კი ჩვენს რიგებში შიშს დანერგავს.
#6. ეცადეთ, ეღლაბუცოთ პოლიციელებს. აჩუქეთ ყვავილები, წაისვით ტუჩსაცხი ფარის ანარეკლზე, ფეხებთან უფინეთ დროშები. მოახდინეთ ე.წ. „უბიწობის” ტირაჟირება
#7. აარჩიეთ ექსტრემიზმისთვის ადამიანები, რომლებსაც ვალი აქვთ ან ნასამართლეობა. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და წამოვლენ პროვოკაციაზე.
#8. ჯერ აგინეთ და აფურთხეთ პრეზიდენტს (პირდაპირი მნიშვნელობით), მერე კი ადიდეთ პრეზიდენტი – დრო მოჭმული და ამბიციური ოდესღაც თქვენგანვე შეურაცხყოფილი ქალი, გამოიყენებს ამნისტიას საკუთარი თავის რეაბილიტაციისთვის.
#9. იღადავეთ და იშაყირეთ ლიბერალიზმის მთავარ მტერზე, ივანიშვილზე. თუ საჭიროა მოახდინეთ სახლის პიკეტირება.
#10. გაუჩინეთ საზოგადოებას დაღლის და ნიჰილიზმის სინდრომი, რომ დავიყოლიოთ ყველა ცვლილებაზე, რომელიც უკვე “ზევით” შეთანხმებულია.
#11. შეუვარდით ლექციებზე „ურჩ” ლექტორებს
#12. ელჩებს და ევროპარლამენტარებს გაუხსენეთ ყველა ცენტი, რომელიც ოდესღაც გადაუხადეთ და აამუშავეთ ახალი „ვარდების რევოლუციის” მოსაწყობად!
იკეტება საზღვრები. ცხადდება ნულოვანი ტოლერანტობა. 15-20 ადამიანს ქუჩაშივე ხვრეტთ, ციხეებში მყარდება მკაცრი დიქტატურა. იკეტება ეკლესიები, რომელიც ქრისტიანულად ხრწნის ხალხს. ვუერთდებით უკრაინის ომს და ვაცხადებთ მობილიზაციას.
წინ ლიბერალური საზოგადოების გასაძლიერებლად!” – წერს ლალი მოროშკინა.