ნინო ჯღარკავა: სააკაშვილის ციხიდან გადარჩენილი პატიმრები ხან ხერხემალში გადამტვრეული მოყავდათ ჩემთან გადაცემაში, ხან თითებწაჭრილი
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ეხმიანება:
„სააკაშვილის ციხიდან გადარჩენილი პატიმრები ხან ხერხემალში გადამტვრეული მოყავდათ ჩემთან გადაცემაში, ხან თითებწაჭრილი, ხალხი შოკისმომგვრელ ამბებს გვიყვებოდა ციხის ჯალათებზე და გუშინ გამოდის ციხე–სანატორიუმიდან ლაზარე და თურმე, მაღაზია ვიღაცას მოუგია ტენდერში და რასაც ვითხოვდი, ის არ მოჯქონდათო, კიდევ იმ მუსიკას ვერ ვუსმენდი, რაც მიყვარდაო, შეშფოთებული სახით უყურებდა „ტვ პირველის“ ჟუურნალიუგა, რას ჰქვია, მუსიკას ვერ უსმენდიოო? ხედავთ, ხომ, განსხვავებას იმ რეჟიმსა და ამ მთავრობას შორის, ჰოდა, არ აგარევინებთ, გინდა მთელი წელი აპროტესტეთ და იდექით ქუჩაში!“ – წერს ნინო ჯღარკავა.