leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა – ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში აფასებს.

იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ და ოჯახური ღირებულებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა. დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია.

ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება – ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა:

  1. სააკაშვილის გათავისუფლება;
  2. ივანიშვილის დასანქცირება;
  3. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;
  4. ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა.

ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…

ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!

ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი! – წერს რატი იონათამიშვილი.

 

ასევე იხილეთ