leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, სავარცხვინოა რეზოლუცია, რომლის ავტორებიც მოითხოვენ, დასანქცირდეს ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო ქველმოქმედება გასწია, ხოლო ამის პარალელურად საუბრობენ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველი კანონის გაწვევაზე.

„სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების“ ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა. ევროდეპუტატები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საქართველოში საფუძველი, სადაც ადამიანის უფლება და თავისუფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული.

სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ – პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს. მინდა, ერთი რამ ვთქვა, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად სარწმუნოებისა, სქესის, ორიენტაციისა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ. ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია, იცხოვროს, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია,“- აღნიშნა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე იხილეთ