ტანზანიაში წყალდიდობას 155 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო, სულ მცირე, 236 – დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყალდიდობის შედეგად, 10 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა, ხოლო 200 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
წყალდიდობამ ასევე დააზარალა კენია, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკაში ტანზანიას ესაზღვრება.
სამშაბათის მონაცემებით, კენიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.