leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და მათ შორის მოქმედებს სასჯელებიც.

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე დამნაშავეზე, თქვენ იცით, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როცა იმყოფებოდა ხელისუფლებაში, მერე რას აკეთებდა, ცალკე თემაა, განსაკუთრებით როცა იყო ხელისუფლებაში. მას აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მის მიმართ მოქმედებს სასჯელები რამდენიმე დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ასეთ პირობებში ვერ ელევიან სააკაშვილს, ეს არის ინდიკატორი ქართული საზოგადოებისთვის, ინდიკატორი იმისა, სინამდვილეში თუ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ