კასპის მუნიციპალიტეტში „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა.
აქცია 11-დან 26 აპრილის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობისთვის: ქვემოჭალის, სამთავისის, კავთისხევის, ახალქალაქის, მეტეხის, ქვემო გომის, დოესის და ხოვლეს სასოფლო ამბულატორიებში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
შპს ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მამომობილში ჯამში 600-მდე პაციენტმა მიიღო უფასო სამედიცინო მომსახურება.