leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ზაქარიაშვილი: რატომღაც გგონიათ, რომ თქვენი მთავრობის მიერ ჩადენილი სიბოროტეები არ გვახსოვს, ყველაფერს 29 აპრილს და არჩევნებზე ნახავთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი მარიამ ზაქარიაშვილი ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი არ უნდა საუბრობდნენ ევროპულ ღირებულებებზე.

„ვერ ვხვდები, რა უფლებით შეიძლება იმ პარტიის წარმომადგენლებმა თქვან, რომ თავად იყვნენ ევროპული ინტერესების გამტარი, ევროპული ხელისუფლების გარანტი, როცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სრულად შელახეს ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ადამიანთა ღირსება, გადაუარეს ევროპულ ღირებულებებს და თავისუფლებას. ეს არის თქვენი ევროპული ხედვა?! ეს არის თქვენი სამშობლოს სიყვარული?! რატომღაც გგონიათ, რომ თქვენი მთავრობის მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეები არ გვახსოვს. ყველაფერს 29 აპრილსა და არჩევნებზე ნახავთ. დამიჯერეთ, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელთათვის ენა, მამული, სარწმუნოება ნამდვილი პრიორიტეტებია“, – განაცხადა მარიამ ზაქარიაშვილმა.

ასევე იხილეთ