leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ჯაფარიძე: არ შეიძლება დააყენო არჩევანი ასე: ეკლესია თუ ევროპა, დამნაშავის გარეთ ყოფნა თუ ევროპა, გამჭვირვალობა თუ ევროპა

ბევრ დროს ვხარჯავთ იმაზე ფიქრში, თუ რომელი კანონი მიიღება და მეშინია ყველაზე მთავარი არ გამოგვრჩეს. ძალიან ბევრი იმუშავა ქართულმა ოცნებამ იმისათვის, რომ მიგვეღწია იმ პროგრესისათვი,ომელსაც ევროპულ გზაზე მივაღწიეთ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს კონსტიტუციის დაცვით შევძელით“, – ანაცხადა დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, სარევიზი კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჯაფარიძემ, საკრებულოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, დასავლეთისკენ მისწრაფება ეს არისქართველი ხალხის სურვილი და არა ვინმეს მხრიდან ძალდატანება.

მე არ მინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპისაკენ დაზარალდეს ჩვენი ვითომ მეგობრების გააზრებულიუ გაუაზრებელი ქმედებებით. არ შეიძლება ქართველ ხალხს ელაპარაკო ულტიმატუმებით. არ შეიძლება დააყენო არჩევანი ასე: ეკლესია თუ ევროპა, დამნაშავის გარეთ ყოფნა თუ ევროპა, გამჭირვალობა თუ ევროპა, ყველაზე დიდი სიკეთის მქნელი ადამიანისათვის სანქციების დაწესება  და ზურგის ქცევა თუ ევროპა!

ასეთი ულტიმატუმები ქართველი ერისთვის არ იქნება მისაღები, სწორედ ეს შეიძლება გახდეს ყველაზე მეტად დამაზინებელი ჩვენი ევროპული ინტეგრაციისათვის. ქართველ ხალხს არ უნდა დაეკარგოს სურვილი, რომ გეზი იყოს ყოველთის ევროპისაკენ. ვიმუშავებთ უფრო მეტს,  ღირსებით, მშვიდობით ვივლით მშვიდობიანი, ღირსეული ევროპისაკენ და ამას გავაკეთებთ ერთგულ, პატრიოტ, პროგრესულად მოაზროვნე ქართველებთან ერთად“, აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.

ასევე იხილეთ