top_leaderboard

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა:  

ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაო მაგივრად, გაქართველდაო ამბობენ. ქრისტიანობისთვის გავწყდით, გავიჟლიტეთ, თავი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ამ ერთმა მუჭა ერმა სული მივეცით ხორცისთვის და ქრისტიანობა შევინახეთ. სამი სიტყვა გაქვთ ილია ჭავჭავაძის წაკითხული მხოლოდ და მესამე სიტყვა „სარწმუნოება თაბაგარს შეაცვლევინეთ „ერთობით“ და დგახართ აქ და ერთობისთვის ბრძოლაზლაპარაკობთ.

საკრებულოს წევრმა 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, 29 აპრილს ქვეყნის შიითაც და  გარეთაც ყველა ნახავს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ქარველი ხალხი.

„მთელ საქართველოს, ყველა ეროვნებისა თუ სარწმუნოების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, 29 აპრილს მოხვიდეთ, რათა დავიცვათ ჩვენი მამული, რომელიც საერთო გვაქვს, ქართული სახელმწიფო ენა და ველ თქვენგანის მშობლიური ენა და სარწმუნოება, რომელიც ვენს ოპოზიციონერ კოლეგებს მხოლოდ ქრისტიანული გონიათ და სხვა სარწმუნოებას პატივს არ სცემენ. ფსევდოლიბერალური საფრთხე ყველა სარწმუნოებას ემუქრება, სწორედ  ამიტომ ერთად დავდგეთ მთელი საქართველო მამულის, ენის, სარწმუნოების დასაცავად. საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“, განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღესვე ვლადიმერ ბოჟაძე  საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერთა გამოსვლებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ამომრჩევლებს მოსყიდულებს, მშიშრებს და გაყიდულებ  უწოდებენ.  მისი თქმით, ოპოზიცია სწორედ მაშინ მიიღებს ხალხის ხმას,  როდესაც 5 კილო კარტოფილზე მეტი ფასი ექნება.

ისევე როგორც წინა რეზოლუციების, გუშინდელი რეზოლუციის შედეგი იქნება ნული: სააკაშვილი იჯდება ციხეში, საქართველოს ვერავინ დაასანქცირებს, მივიღებთ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ  კანონს“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ