left_sabechdi

DeepState: რუსეთმა დონეცკის ოლქის სოფელი ბერდიჩი აიღო

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი ბერდიჩი აიღეს, ამის შესახებ ინფორმაციას DeepState-ის ანალიტიკოსები ავრცელებენ.

„ბერდიჩის დასავლეთით ბრძოლა გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფის, „ხორტიცას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსების მიერ დონეცკის ოლქის სოფელ ოჩერეტინოში თავდაცვის ხაზის გაარღვევის შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ასევე იხილეთ