“ჩვენ 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვითი სამუშაოები დავასრულეთ. ეს არის უნიკალური მშენებლობა. მსგავსი პროექტები საავტომობილო გზების დეპარტამენტს საქართველოში არასდროს ჰქონდა განხორციელებული”, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელ 9 კმ-იან გვირაბზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„გვირაბს ასევე უკეთდება საევაკუაციო 9-კილომეტრიანი, 6 მეტრი დიამეტრის გვირაბი. აღნიშნულ 23-კილომეტრიან მონაკვეთში ასევე კეთდება დამატებით 4 გვირაბი და 5 უნიკალური ხიდი. ანალოგიური ხიდები საქართველოში არ აშენებულა. ეს პროექტი მთელი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადაადგილება ქვეშეთიდან კობამდე, ნაცვლად ერთი საათისა, 15 წუთში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა