top_leaderboard

ემინემმა ახალი ალბომი დააანონსა

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა თავისი მეთორმეტე სტუდიური ალბომის გამოშვება დააანონსა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი სახელწოდებით The Death of Slim Shady (Coup de Grace) 2024 წლის ზაფხულში გამოვა. ალბომის თრეილერის მიხედვით, ის ემინემის მუსიკალური ალტერ-ეგოს, სლიმ შეიდის სიკვდილზე მოგვითხრობს.

თრეილერში მონაწილეობა 50 Cent-მაც მიიღო, რგოლის ფინალში კი თვითონ ემინემი ამბობს: „ვიცოდი, რომ სლიმის სიკვდილი მხოლოდ დროის საკითხი იყო“.

ემინემის ბოლო ალბომი Music to Be Murdered By 2020 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.

ასევე იხილეთ