leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი მეტი რა უნდა დაასანქცირონ, ორი მილიარდი რომ გაჩერებულიყო, ამისთვის შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკი გააკოტრეს და ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არის ეს ადამიანი

„ბიძინა ივანიშვილი მეტი რა უნდა დაასანქცირონ, ორი მილიარდი რომ გაჩერებულიყო, ამისთვის შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკი [„კრედიტ სუისი“] გააკოტრეს და ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არის ეს ადამიანი – მეტი რა სანქციებზეა საუბარი?”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების მხრიდან შესაძლო სანქციებს ეხებოდა.

„მე ვარ ამ საკითხის მთავარი გამომტანი და დიდი სიამოვნებით დაველოდები, როდის ალაპარაკდებიან უფრო მკაფიოდ და დაასანქცირებენ მამუკა მდინარაძეს იმისთვის, რომ მან კანონი გამოიტანა გამჭვირვალობის შესახებ. ქართველები დამოუკიდებლობისთვის თავს სწირავდნენ და რა სანქცია? ყველა დაფიქრდეს, ვინც ამ სულელური შანტაჟით გადაწყვეტს ქართველების დაშანტაჟებას. არანაირი სანქცია ამისთვის ვერ და არ დაგვემუქრება და კიდეც რომ დაგვემუქროს, თუკი გამჭვირვალობის კანონის დაინიცირებისთვის სანქცია უნდა მივიღო, დიდი სიამოვნებით ვარ ამისთვის მზად“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ