leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართა

29 აპრილს, საყოველთაო-სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართა.

პარტიის ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. გაიმართება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიიდან. 20.00 საათიდან შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას და ერთად ვუთხრათ ყველას, ქვეყნის გარეთაც, შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ეროვნულ, ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული. ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ