leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა – დაშავდა „იმედის“ ჟურნალისტი

პარლამენტის შენობასთან, სადაც გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ და იმ სცენაზე ასვლას ითხოვენ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სახალხო შეკრებისთვის არის დამონტაჟებული.

ადგილზეა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ვითარების განმუხტვას ცდილობს და სამართალდამცველებს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეები სცენასთან არსებული ჯებირების გარღვევას ცდილობდნენ. ამ დროს დაშავდა „იმედის“ ჟურნალისტი – ის ჭყლეტაში მოჰყვა. სამართალდამცველებმა ის უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს.

 

ასევე იხილეთ