leaderboard_below_slide
left_sabechdi

შსს: პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის დადგენილ ნორმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის დადგენილ ნორმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ