top_leaderboard

ელდარ ნადირაძე: ჩვენ გამსახურდიას შემდეგ არ გვყოლია ისეთი ეროვნული ხელისუფლება, როგორიც დღეს არის

„ჩვენ გამსახურდიას შემდეგ არ გვყოლია ისეთი ეროვნული ხელისუფლება, როგორიც დღეს არის”, – ამის შესახებ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ელდარ ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ მდგომარეობას, რომელიც 90-იან წლებში იღებს სათავეს. მაშინ იყო ეროვნული მთავრობის დამხობა. როდესაც საქართველოს დაეტყობა, რომ თავისუფლებისკენ მიდის, თავისი ნების გამოხატვა უნდა, საკუთარი პოლიტიკა უნდა აწარმოოს და ამავე დროს ურთიერთობა ჰქონდეს სხვებთან, წინ ხვდება დიდი წინააღმდეგობა.

ამ ხელისუფლების პოლიტიკაში, მათ დამოკიდებულებაში საზოგადოების, ხალხის მიმართ, საგარეო პოლიტიკაში ჩანს, რომ რაღაც ღირსება დავიბრუნეთ და ეს ღირსება არის უმთავრესი ადამიანისთვის“, – მიიჩნევს ისტორიკოსი.

ასევე იხილეთ