top_leaderboard

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება პერიოდულად იძაბება

პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება პერიოდულად იძაბება. ადგილზე გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებთან ერთად რჩებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს ადგილზე მუშაობა ისევ რთულ ვითარებაში უწევთ – განსაკუთრებით პირდაპირი ეთერის დროს, როდესაც აქციის მონაწილეები ცდილობენ უცენზურო შეძახილებით გადამღები ჯგუფებისთვის ხელის შეშლას.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ასევე იხილეთ