top_leaderboard

შალვა გვარამაძე: მე ბიზნესმენი ვარ, კაპიკ-კაპიკ უნდა ჩავაბარო სახელმწიფოს, ანგარიშზე რომ შემოვიდეს თანხა, რაში დაიხარჯა. სხვამ რატომ არ უნდა ჩააბაროს?

კომპანია „შალვინოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი შალვა გვარამაძე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს. ამ თემაზე ის „ქრონიკას“ ესაუბრა.

„საბედნიეროდ, მოვიპოვე ამ კანონის პროექტის ტექსტი და რამდენჯერმე წავიკითხე. გაკვირვებას იწვევს ის, რომ ე.წ. ოპოზიციის აღქმა სრულიად საწინააღმდეგოა. არაფერი მაგის მსგავსი, რასაც ახლა აფიშირებენ და ლაპარაკობენ, იმ კანონში არ წერია. რატომ ხედავენ ამაში საზიანოს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ამას მხოლოდ ერთადერთი ახსნა აქვს, რომ იქ ფული იმალება. მე ბიზნესმენი ვარ, კაპიკ-კაპიკ უნდა ჩავაბარო სახელმწიფოს, ანგარიშზე რომ შემოვიდეს თანხა, რაში დაიხარჯა. სხვამ რატომ არ უნდა ჩააბაროს?“ – ამბობს გვარამაძე.

ასევე იხილეთ