leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის ცალსახა პროვოკაცია

მამუკა მდინარაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კომენტარი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.

„ეს არის ცალსახა პროვოკაცია – ორი აზრი არ არის. სხვათა შორის, წინა აქციებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები არაფერს აპირებდნენ საერთოდ, დღეს. სხვა შემთხვევებში თუ იყო რაღაც პროვოკაციები, დღეს ისინი არაფერს აპირებდნენ, რომ არა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისა და ამაღლობელის პროვოკაციული მოწოდება, რომ სცენაზე ასულიყვნენ. სპეციალურად მოაწყვეს ეს პროვოკაცია, რომ რაღაცნაირად ხვალინდელი აქცია ჩაეშალათ. შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ მაინც ამის მცდელობა იყო. ან ჩიტაძეზე რატომ ავიდნენ? დაინახეს ჩიტაძეზე პოლიციელები დამატებით და ავიდნენ ჩიტაძეზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ