top_leaderboard

დავით ქართველიშვილი: გვებრძვის ყველა: აშშ-ის სახდეპი, სენატორთა ნაწილი, ევროპარლამენტი. გუშინ ამ ბრძოლას რუსეთის სათათბიროს ადგილობრივი დიდი მეგობარი-პარტიაც შეუერთდა

„ჩვენს საწინააღმდეგო მხარეს მყოფ გამომხმარ და უნაყოფო ძალებს ხშირად „ბავშვებს” უწოდებენ – განსხვავებით იმ ავღანეთში მებრძოლი ამერიკელი სპეცნაზელისაგან, ვისთვისაც კალაშნიკოვით ხელში მოზარდი არა „ბავშვი“, არამედ ტერორისტია. დღეს ასეთ ტერორისტებად ჩვენს ბავშვებს სწორედ „უნაყოფო ლეღვიშვილები“ ზრდიან“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „მესამე მსოფლიო ომი ასეთიც უნდა ყოფილიყო – არასტანდარტული და ჩვენ დღეს მის ეპიცენტრში ვიმყოფებით“.

„უნაყოფო ლეღვის გახმობის დღეს“ უნდა ვაღიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტმა „მებაღემ“ ჩვენი ხეხილის ნაწილი დაგვიზიანა, მაინც მსხმოიარეა და „სოდომ-გომორისეულ“ განადგურებას არ ექვემდებარება. დღეს უღმერთოთა კავშირიდან რომ გადმოგვიხტნენ „უნაყოფო ლეღვები“, რაღა დღევანდელი დღე აირჩიეთო – ზუსტად იმიტომ ავირჩიეთ, რომ თქვენი გამომხმარი ბუჩქების ფონზე უფალს, ერთმანეთს და თქვენს ბოროტ „მებაღეებს“ დავანახოთ, რომ მოსავალი იქნება!

მესამე მსოფლიო ომი, ალბათ, ასეთიც უნდა ყოფილიყო, კლასიკურებთან შედარებით – არასტანდარტული და ჩვენ დღეს მის ეპიცენტრში ვიმყოფებით. გვებრძვის ყველა: აშშ-ის სახდეპი, სენატორთა ნაწილი, ევროპარლამენტი. გუშინ ამ ბრძოლას რუსეთის სათათბიროს ადგილობრივი დიდი მეგობარი-პარტიაც შეუერთდა. ჩვენს საწინააღმდეგო მხარეს მყოფ გამომხმარ და უნაყოფო ძალებს ხშირად „ბავშვებს“ უწოდებენ. არაა პრობლემა, ჩვენც მასე ვუწოდოთ.

განსხვავებით იმ ავღანეთში მებრძოლი ამერიკელი სპეცნაზელისაგან, ვისთვისაც „კალაშნიკოვით“ ხელში მოზარდი არა „ბავშვი“, არამედ ტერორისტია. დღეს ასეთ ტერორისტებად ჩვენს ბავშვებს სწორედ „უნაყოფო ლეღვიშვილები“ ზრდიან და ჩვენი ამოცანაა არა ბავშვებთან, არამედ ამ ბოროტ „მებაღეებთან“ ბრძოლა: ისტერიკის გარეშე, ცივი გონებით, უფლის მიმართ ურყევი რწმენითა და გარდაუვალი აღდგომის მოლოდინით.

ჩვენ გვეყოფა მოთმინება, დრო და უნარი – ვეცადოთ უსამშობლოთა რიგებში ჩვენი უნიკალური სამშობლოს სულისკვეთების დამყნობა. მთავარია, ჩვენი მცდელობა და მონდომება არ მოვაკლოთ, „უნაყოფო ლეღვიშვილების“ ხელიდან მათ გადასარჩენად. დანარჩენი – უფლის ხელშია“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ