top_leaderboard

ირინე ლომინაძე: მინდა ისეთი ევროპა, რომელიც თითს არ დამიქნევს და ჩემი იდენტობით, ქართველობით, ტრადიციებით შევალ, მაგრამ თუ მეტყვის, რომ ევროპაში ვერ შემოხვალ თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ დააკანონებ, მასეთი ევროპა არ მჭირდება

პირადად ჩემთვის არავის დაუვალებია აქ ჩამოსვლა. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გვინდა ღირსეულად შევიდეთ ევროპაში”, – ამის შესახებ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არასოდეს დაეთანხმება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.

„პირადად ჩემთვის არავის დაუვალებია. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც ჩამოვედი, გზიდან გაიგო სამინისტრომ, რომ მე მოვდიოდი ჩემი ხალხით. იცით რა არის, ეს არის ჩემი ქვეყნის გადარჩენა. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გვინდა ღირსეულად შევიდეთ ევროპაში.

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რუსულად მეტყვიან თუ როგორ უნდა ვიცხოვრო თუ სხვა უცხო ენაზე. მე მინდა ისეთი ევროპა, რომელიც თითს არ დამიქნევს და ჩემი იდენტობით, ჩემი ქართველობით, ჩემი ტრადიციებით შევალ, მაგრამ ის თუ მეტყვის, რომ იცით რა? ევროპაში ვერ შემოხვალ თუ ქრისტიანულ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ დააკანონებ, მე მასეთი ევროპა არ მჭირდება. ეს არის მართლმადიდებლური, ქრისტიანული სამყარო და ძალიან ფრთხილად იყვნენ სარწმუნოებასთან, იმიტომ, რომ ამ დროს, როდესაც სარწმუნოებას შეეხებიან, ეს ძალიან დიდ აურზაურს გამოიწვევს. ამიტომ ჩამოვედი მე, რომ დღეს არის ის მთავრობა, პირველი მთავრობაც საქართველოში, რომელიც თვითონ ქმნის კანონებს“, – აღნიშნა ირინე ლომინაძემ.

ასევე იხილეთ