top_leaderboard

თეა წულუკიანი: 12 წელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დადის დანის პირზე და თითო წელს რამდენჯერ არის ხოლმე საფრთხე, რომ აქედან გადმოვვარდეთ, ხიფათი მოგვიწიოს

„12 წელია, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დადის დანის პირზე და თითო წელს რამდენჯერ არის ხოლმე საფრთხე, რომ აქედან გადმოვვარდეთ, ხიფათი მოგვიწიოს. როგორღაც ეს ხელისუფლება ამ საფრთხეებს თავიდან იცილებს და სწორედ ამის დამნახავი ხალხია აქ მოსული”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე იმყოფება.

„აქ მოვიდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ყველა ასაკის წარმომადგენელი, მათ შორის ისიც, ვისაც არ ახსოვს აგვისტოს ომი ცხადად, როცა რუსეთი შემოგვესია მორიგჯერ. ისინიც, ვისაც არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომი ახსოვს, არამედ ახსოვს ჩვენმა ქვეყანამ რამდენ სისხლში გამოიარა, მათ შორის ამ გამზირზე და არამხოლოდ, ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში რა არეულობები სუფევდა და საიდან მოვდივართ. ყველანი აქ ვართ შეკრებილები და ამ აქციით, ისინი პირველ რიგში თავიანთ სამშობლოს უჭერენ მხარს, ისინი მხარს უჭერენ სუვერენიტეტს ამ ქვეყნისა და იმას, რომ სახელმწიფო სახელმწიფოობდეს, რომ პოლიციელი იყოს თვითონ დაცული და მისი ღირსება არ იყოს შელახული, დროშა, სადაც ხუთი ჯვარი და წმინდა სიმბოლოებია გამოსახული, ფეხით არავინ გათელოს, არ შეურაცხყოს, რომ ჩვენ პირველ რიგში, იმიტომ ვართ მსოფლიოსთვის ღირებული, რომ ვართ უნიკალური კულტურისა და იდენტობის მატარებელი. რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ მრავალრიცხოვან საზოგადოებაში დიდია წილი მათი, ვინც ამ ხელისუფლებას უჭერს მხარს და მოსწონს ის უმძიმესი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ეს არ არის მარტივი. თქვენ წარმოიდგინეთ, 12 წელია, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დადის დანის პირზე და თითო წელს, რამდენჯერ არის ხოლმე საფრთხე, რომ აქედან გადმოვვარდეთ, ხიფათი მოგვიწიოს. როგორღაც ეს ხელისუფლება ამ საფრთხეებს თავიდან იცილებს და სწორედ ამის დამნახავი ხალხია აქ მოსული, რომელიც ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მიუხედავად გასაჭირისა, სირთულეებისა, ახერხებს მშვიდობას, ევროპელობას და განვითარებას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ