top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ღვარძლი და ბალღამიც აქვს დაბუდებული, ის ამოსდით, ადამიანების უფლებები გადათელეს და იგივე პათოსით ცდილობენ ხელისუფლებაში მოვიდნენ

შიგნით რა ღვარძლი და ბალღამი აქვთ დაბუდებული ის ამოსდით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს ჩატარებულ საყოველთაო- სახალხო შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გამოიჩინა იმ პერიოდში, როდესაც ადამიანების უფლებები გადათელა და ახლა იგივე რესურსით და პათოსით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, რომ იგივე დაატეხონ ქვეყანას.

„შიგნით რაც აქვთ დაბუდებული ღვარძლი და ბალღამი ის ამოსდით. რაც არ უნდა პროდასავლური და გარეგნულად ევროპული ქვეყნების მოქალაქის სახე მიიღონ, შიგნით ნეგატიური რესურსია, რასაც ეს ხალხი ატარებს. თავი გამოიჩინეს იმ პერიოდში, როცა ადამიანების უფლებები გადათელეს და ახლა იგივე რესურსით და იგივე პათოსით ცდილობენ ხელისუფლებაში მოვიდნენ და იგივე დაატეხონ ქვეყანას. მათ ბოროტ განცხადებებში იგრძნობა ის არსი, რაც აქვთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ