leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები იმ შესასვლელთან მიახლოებას ცდილობენ, საიდანაც დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვონ

ამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში სპეცრაზმსა და „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია დაიძაბა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის იმ შესასვლელთან მიახლოებას ცდილობენ, საიდანაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვონ. პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებისკენ აქციის მონაწილეებს რატი ამაღლობელმა მიმართა.

ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და პროტესტის მონაწილეებს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტის შესასვლელთან კვერცხები ისროლეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სპეციალური ტექნიკა.

პარლამენტის სხდომა უკვე დასრულდა და დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს კანონით გათვალისწინებულ საზღვრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ასევე იხილეთ