პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს კანონით გათვალისწინებულ საზღვრებში დარჩენისკენ მოუწოდა. სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება სცადეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ბაჩო დოლიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას განარიდა.