leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: „გამჭვირვალობის კანონი” მიღებულია მეორე მოსმენით, თუმცა ბრძოლა გრძელდება ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რათა ღირსეულმა ქვეყანამ 2030 წლისთვის, ღირსეულ ევროკავშირში დაიკავოს კუთვნილი ადგილი

„კანონი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ მიღებულია მეორე მოსმენით. ამით არაფერი არ დასრულებულა. ბრძოლა გრძელდება ჩვენი ტრადიციული ღირებულებების – მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად, რათა თვითმყოფადმა ღირსეულმა ქვეყანამ 2030 წლისთვის, იმედია, ღირსეულ ევროკავშირში დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი ამბობს, რომ წინ კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცედურაა, „ნაც-მოძრაობის“ მესამე პრეზიდენტის მიერ დასადები მოსალოდნელი ვეტოს დაძლევა, რის შემდეგ ქვეყანა მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ შავ ხვრელს საიმედოდ და სამუდამოდ ჩახერგავს.

„როგორი იმედი ჰქონდათ, რომ „ციხე შიგნიდან გატყდება“ – დგას ციხე, მტკიცედ და შეურყევლად. ქართული, ეროვნული, სუვერენული კანონი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ მიღებულია მეორე მოსმენით. მიღებულია იმავე 83 ხმით. არა და, როგორი მოლოდინი ჰქონდათ ლაქიების ბანაკში, რომ ამ რაოდენობას, თუნდაც ერთი მოაკლდებოდა, თუნდაც „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო. ვერ მივართვით და 83-ვე გვეამაყებით. ამით არაფერი არ დასრულებულა. ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. ბრძოლა ჩვენი ტრადიციული ღირებულებების – მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად, რათა თვითმყოფადმა ღირსეულმა ქვეყანამ 2030 წლისთვის, იმედია, ღირსეულ ევროკავშირში დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი. წინ ჩვენი კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცედურაა, ნაცების მესამე პრეზიდენტის მიერ დასადები მოსალოდნელი ვეტოს დაძლევა, რის შემდეგ ქვეყანა მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ შავ ხვრელს საიმედოდ და სამუდამოდ ჩახერგავს,”- წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ