leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო, შემდეგ კი უკვე ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, არსებობდა შეკრების დაშლის ლეგიტიმური საფუძველი, გარკვეული ინციდენტების მიღმა, ოპერაცია მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით ჩატარდა

ვინც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იტყუება, ყველა იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ „გუშინ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ, კეზერაშვილის, ხაზარაძის და სხვა სუბიექტების მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების შესრულებით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოელებს, რომლებიც იტყუებიან „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. პრემიერის განცხადებით, არავის აწყობს, მისი ფინანსები იყოს გამჭვირვალე.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიტინგის დაშლა მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით განხორციელდა.

„იყო გადაცდომები, ინციდენტები, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო მიტინგის დაშლა ევროპული სტანდარტებით. რაც შეეხება გადაცდომებს და ინციდენტებს, ამასთან დაკავშირებით ყველა საკითხი იქნება შესწავლილი. რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი იყო, რომელიც იქნება შესწავლილი. ძალიან მკაფიოდ დასტურდება ის, რომ შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შემდეგ უკვე ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, არსებობდა შეკრების დაშლის ლეგიტიმური საფუძველი. გარკვეული გადაცდომების, ინციდენტების მიღმა, მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით ჩატარდა ოპერაცია, რისთვისაც მადლობა გადავუხადე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას,“- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მომიტინგეების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე პასუხისმგებლობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ეკისრებათ.

 

ასევე იხილეთ