leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას

„თუკი რომელიმე პირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტის შენობის შესასვლელი ჭიშკრის გადმონგრევის მცდელობას.

„ჩვენ ვაფასებთ ყველა იმ გარემოებასა და მომხდარ ფაქტს. საზოგადოება კარგად ადევნებს თვალს, რომ პოლიცია საერთოდ არ იყო ტერიტორიაზე, პირიქით, ჩვენ სრულად დავტოვეთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და აქციის მონაწილეებს, თუკი მათ სურდათ, რომ გამოეხატათ პროტესტი, მშვიდ ვითარებაში ჰქონდათ საშუალება გამოეხატათ პროტესტი ნებისმიერ ადგილზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტის შენობის შესასვლელი ჭიშკრის გადმონგრევის მცდელობას. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სპეციალური საშუალება, რაც კანონით გვაქვს გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამაზე არაერთი მოწოდება გაკეთდა ასევე, თავად მონაწილეები მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ეს არ არის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება. თუკი რომელიმე პირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე იხილეთ