კახი კახიშვილი: რამდენიმე დღეა ვაკვირდები „იმედის“, „პოსტივის“ და სხვა არხების ჯგუფებზე ძალადობასა და საქმიანობაში ხელის შეშლას, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია
„რამდენიმე დღეა ვაკვირდები აქციას და რამდენიმე დღეა ვაკვირდები „იმედის“, „პოსტივის“, სხვა არხების, რომლებიც არ არიან იმ ტრენდში, ამ ჯგუფებზე ძალადობას და საქმიანობაში ხელის შეშლას, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახი კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო სივრცეში როდესაც ხდება დანაშაული, ან ადმინისტრაციული გადაცდომა, შესაბამისი ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ რეაგირება.
„მე მიკვირს, რატომაა ჩუმად სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მაშინ როდესაც ვხედავთ მყისიერ რეაგირებას, როდესაც სხვა არხის ჟურნალისტის მიმართ ხდება ძალადობა. ბრიფინგი ბრიფინგზე იმართება და დაკავებით სრულდება. გუშინ ვუყურებდი „პოსტივისა“ ახალგაზრდა ოპერატორსა და ჟურნალისტს რას უშვებოდნენ და „იმედის“ ჟურნალისტი 5 დღეა დაჰყავთ გამოძიებაზე. დღეს გამოქვეყნდა პარლამენტის წევრების მობილური ტელეფონების ნომრები და მათი ოჯახის წევრების, პერსონალური მონაცემების ინსპექტორი რას აკეთებს? ვერ ხედავს ამ ყველაფერს თუ აუცილებლად დეპუტატი უნდა მივიდეს და განცხადება დაწეროს? მინდა ყველას შევახსენო, საჯარო სივრცეში როდესაც ხდება დანაშაული, ან ადმინისტრაციული გადაცდომა, ის ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ რეაგირება“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.