leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: დღეს რომან გოცირიძემ საერთოდ დაკარგა სახე და პლანშეტი ისროლა ჩვენი მიმართულებით

„რამდენიმე ოდიოზური ენჯეოს წარმომადგენლის მხრიდან, სხვა დანარჩენი წვრილი, თუ საშუალო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მანიპულაციაა ჩატარებული, თითქოს ეს ყველაფერი მათ დახურვას გამოიწვევს, თითქოს სექტორი არ დაფინანსდება და თითქოს ეს პრობლემა ამ ტერმინში, დასახელებაში მდგომარეობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან საუბარი იყო კანონპროექტის დასახელების შეცვლაზეც, თუმცა, ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა არც ამ შემთხვევაში გამოხატეს კანონის მიღების მზაობა.

„მათვე რომ არ გაეკეთებინათ ამ ტერმინის სტიგმატიზაცია ამ ტერმინში არაფერია დასაძრახი, მითუმეტეს თუ საუბარი გვაქვს ჩვენი პარტნიორებიდან მომავალ დაფინანსებაზე. საპარლამენტო განხილვები ძალიან დიდი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, დავალებაა ასეთი, რომ ოპოზიციის წევრები იყვნენ რაც შეიძლება გარადიკალებულები და უამრავი შეურაცხყოფა მოდის მათი მხრიდან. დღეს რომან გოცირიძემ საერთოდ დაკარგა სახე და პლანშეტი ისროლა ჩვენი მიმართულებით რა დროს ჩემი კოლეგა დაშავდა. ეს ფორმატი ძალიან დესტრუქციულია, თუმცა ჩვენი ძლიერი მხარე არის ის, რომ ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით. მათ ეს კანონპროექტი რუსული კანონის სახელით დაბრენდეს, რაც გარკვეულწილად ფსიქოლოგიურად ადამიანებში კეტავს სურვილს, რომ დისკუსია გაგრძელდეს. როდესაც გესმის, რომ რუსულია, უკვე გერთვება შიშის მომენტი, რაციონალიზმს კარგავ და სრულად ემოცია გმართავს“, – განაცხადა წილოსანმა.

ასევე იხილეთ