ედიშერ გვენეტაძე: პოლიტიკური უმცირესობების აგრესიულმა აქციებმა დაადასტურა, რომ ბავშვთა ასაკი ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი მხარდაჭერისათვის იწყება 18-19 წლიდან და აღწევს 45-50 წლამდე და ეს ბავშვები წარმატებით ესვრიან ქართველ სამართალდამცავებს ქვებს, მინის ბოთლებს და სხვადასხვა ბასრ საგნებს
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
როგორც ექსპერტი წერს, პოლიტიკური უმცირესობების აგრესიულმა აქციებმა დაადასტურა ერთი საოცარი რამ! სახელდობრ ის, რომ თურმე საქართველოში ბავშვთა ასაკი ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი მხარდაჭერისათვის იწყება 18-19 წლიდან და აღწევს ასე 45-50 წლამდე და ეს ბავშვები, სულ-სულ პატალა გოგონები და ბიჭუნები, საკმაო წარმატებით ესვრიან ქართველ სამართალდამცავებს ქვებს, მინის ბოთლებს, სხვადასხვა ბასრ საგნებს, ცდილობენ სახელმწიფო დაწესებულებების რკინის კარების დამტვრევას.
„ჩვენთან პოლიტიკური უმცირესობების აგრესიულმა აქციებმა დაადასტურა ერთი საოცარი რამ! სახელდობრ ის, რომ თურმე საქართველოში ბავშვთა ასაკი ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი მხარდაჭერისათვის იწყება 18-19 წლიდან და აღწევს ასე 45-50 წლამდე!
და ეს ბავშვები, სულ-სულ პატალა გოგონები და ბიჭუნები, საკმაო წარმატებით ესვრიან ქართველ სამართალდამცავებს ქვებს, მინის ბოთლებს, სხვადასხვა ბასრ საგნებს, ცდილობენ სახელმწიფო დაწესებულებების რკინის კარების დამტვრევას, სპობენ და ანადგურებენ ვიდეოთვალებს….
ძალიან სწრაფად უკიდებენ ცეცხლს შენობებს, ქუჩებს, ამტვრევენ სხვის კერძო საკუთრებას მაგალითად ავტომანქანებს!
და ამ პატალა, პატალა ბავშვების უაღრესად აგრესიულ და ქვეყნის ნგრევისაკენ მიმართულ „შემოქმედებას“ მხარს უჭერენ და აღფრთოვანებული არიან მათი ქმედებით ჩვენი საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ზოგიერთი პროფესორ-მასწავლებელი. ე.წ. მწერალი-ტუალეკულტელი, რეჟისორი, დისკოს „ტანციორი“, სპორტსმენი, ხელოვნების მოღვაწე!
რაც მთავარია, ამ ჩვილი ბავშვების ქმედებას ხელმძღვანელობენ ბუჩქებში მიმალული, ჯერ კიდევ ნორჩი მოზარდნი: ხატია დეკანოიძე, ჭიჭიკო ვაშაძე, პატიკო მანჯგალაძე, ზურაბა გირჩი, ნიკოლოზა გვარამია, ნიკანდრო მელია…
საოცარია, მეგობრებო, მაგრამ ამ ბავშვებსა და მოზარდებს სათავეში ჩაუყენეს ნიკოლოზას და კერენსკის დროინდელი, ზნეობისაგან ბოლომდე დაცლილი, კაცმა რომ არ იცის, იმდენი სპეცსამსახურების ღობეზე გადამხტარი, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი და აბუჩად ამგდები, ამჟამად სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტად წოდებული, უსამშობლო, გადაღრძუებული კუდიანი დედაბერი სალომე, რომელიც მათ აგულიანებს და სეთურის ასინეთასავით ჩიფჩიფებს:
„დაჰკარით, დახოცეთ, დაწვით, დაანგრიეთ, გაანადგურეთ!
მე თქვენ გვერდით ვარ!“
ხოლო გაღმა-გამოღმიდან ღრმად მოხუცებულნი პრეზიდენტნი, კომისარნი, მინისტრნი, ელჩნი, დიპლომატნი ხელობას უქებენ საქართველოს დამაქცეველებს და დემოკრატიის ლამპიონებად წარმოადგენენ!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.