„ეს რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლები კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არის წარმოუდგენელი რამ. საქართველოს მოქალაქეებმა იხილეს ის, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნება”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.
„მათ სწყურიათ ქართველი ხალხის სისხლი, მათ უნდათ რევანში, მათ უნდათ რევოლუციური სცენარი, რომ როგორმე მოვიდნენ ხელისუფლებაში. მე მინდა ქართველ ხალხს მოვუწოდო, რომ ვიყოთ მშვიდად, ვიყოთ შემართებით, თუმცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რომ ქვეყნის მართვის სადავეები ხელშ ამ ბოროტმა ძალებმა არ ჩაიგდონ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.