leaderboard_below_slide
left_sabechdi

იოსებ ტყემალაძე: თუ ერმა დაივიწყა მადლიერება და სიკეთე, რაც „ქართუ ფონდის“ ქველმოქმედება იყო, არის და რაც მთავრობის მხარდაჭერაა – ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის განცხადებით, თუ ერმა დაივიწყა მადლიერება და სიკეთე, რაც „ქართუ ფონდის“ ქველმოქმედება იყო, არის და რაც მთავრობის მხარდაჭერაა – ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ.

„მოვუწოდე, რომ ყველამ თავი შეიკავოს, იმიტომ რომ ძალიან შეწუხებული იყო გუნდი. მე კაპიტანთანაც მქონდა საუბარი, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და მშვიდობას. დანარჩენი მათი საქმე არაა, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ მათ უნდა გამოხატონ საკუთარი თამაშით ის გამარჯვებები და წინსვლა, რასაც ვიღებთ. ამ ცხელ პოლიტიკურ პროცესებში სრული დეკონცენტრაცია მიდის. თუ ერმა დაივიწყა მადლიერება და სიკეთე, რაც „ქართუ ფონდის“ ქველმოქმედება იყო, არის და რაც მთავრობის მხარდაჭერაა – ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ. ჩემი მოსვლის დღიდან არცერთხელ არ ყოფილა, რომ შვიდი ერისკენ მიმავალ გზაზე, Rugby Europe-ის ჩემპიონატის თამაშის დროს, „ჩელენჯ ქაფში“ ჩართვისას, რომ ვინმეს მთავრობიდან ხელშეწყობის გარდა რამე მოეცა და ეთქვა, რომ არა, არ წავიდეთ ევროკავშირისკენ და წავიდეთ რაღაც რუსული სარაგბო კავშირებისკენ, ასეთი არ არსებობს“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

მანამდე ტყემალაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მორაგბეებზე, განსაკუთრებით ნაკრების მოთამაშეებზე სერიოზული ზეწოლა, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

ასევე იხილეთ