top_leaderboard

ზურაბ ქადაგიძე: დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები პარლამენტის წინ წარმოგვიდგება – იმ გზააბნეულ ახალგაზრდებს საქართველოს მაგივრად, ალბათ, „თავისუფლებას მიშას“ აძახებინებენ

„სიმულაციაა, თითქოს ვიზალიბერალიაზაციას პრობლემა შეექმნება – ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლითაც ცდილობენ, რომ მუხტი დაიჭირონ. სინამდვილეში, განსაკუთრებული არაფერი მოხდება“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე დღეს, 2 მაისს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებით დასტურდება, რომ რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციები მართულია.

„არაფერი ცუდი არ მოხდება. ხაზგასასმელია, რომ კანონის გულისთვის ქვეყნები არ ისჯებიან. დანარჩენი საუბარი სიმულაციაა. ვიზალიბერალიზაციას და ევროპაში გადაადგილებას რომ თითქოს პრობლემა შეექმნება – ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლითაც ცდილობენ, რომ მუხტი დაიჭირონ.

თავიდანვე ვთქვით, რომ ეს პროცესი მართულია. დღეს, 7 საათზე პარლამენტის წინ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები შეკრულ მდგომარეობაში წარმოგვიდგებიან და ალბათ, გუშინდელი აქციის მონაწილეებს, იმ გზააბნეულ ახალგაზრდებს – „ბავშვებს“, საქართველოს მაგივრად, „თავისუფლებას მიშას“ აძახებინებენ. ეს არის ის, რასაც გეგმავენ და ახორციელებენ. დღევანდელი აქციის დაანონსება ამ პროცესების ბუნებრივი დაგვირგვინება იყო, რადგან მათგან იმართებოდა ეს ყველაფერი.

ეს კანონი მესამე მოსმენითაც გავა და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს პარლამენტი შეასრულებს იმ მთავარ ფუნქციას, რასაც რეალურად ნიშნავს ქართული სუვერენიტეტის დაცვა.

განსაკუთრებული არაფერი მოხდება, უბრალოდ საჭიროა, რომ ეტაპობრივად, ხელისუფლებამ აქტიური კომუნიკაცია განახორციელოს საზოგადოებასთან, რასაც აკეთებდა კიდევაც – ძალიან მშვიდად ჩაივლის ყველაფერი“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე იხილეთ