leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბაიდენი აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტების პროტესტზე: ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, მშვიდობიანი პროტესტია დაცული – ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა, ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული.

„ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, მშვიდობიანი პროტესტია დაცული. კანონის საწინააღმდეგოა, როდესაც ძალადობა ხდება. ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი არ არის. კანონს ეწინააღმდეგება. ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა, კამპუსების დახურვა, ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები შეტაკებებისა და მასშტაბური დაკავებების ფონზე გრძელდება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამართალდამცველებმა აქციებზე ათასზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს.

ასევე იხილეთ