leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო იქნება ლიდერი, რომელმაც პირველმა, ხმამაღლა თქვა სიმართლე, რომ უპირატესი ინტერესის უფლება აქვს ისეთ ქვეყანასაც კი, რომელიც არ არის ზესახელმწიფო და არ არის რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი

„ველოდები, რომ საქართველოს საზოგადოება, როგორც რამდენიმე დღის წინ ქუჩაში დააფიქსირა ერთიანი პოზიცია და მისცა ლეგიტიმაცია მთავრობას, ბოლომდე იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი, ქვეყნის უსაფრთხოებისა ინტერესების დაცვის გზაზე,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. 
მისივე თმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, საქართველოსთვის იმიტომ არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს გარედან ქართული პოლიტიკის ფორმირება ფულის ფასად.
„ახალგაზრდები, რომელთაც აინტერესებთ ქვეყნის მომავალი, პროცესებში მეტად უნდა იყვნენ ჩართულნი და მეტს უნდა კითხულობდნენ. დღეს პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის. სინამდვილეში ვეთანხმები ურსულა ფონ დერ ლაინერს, რომ ჩვენ  ვდგავართ გზაჯვარედინზე – ერთ მხარეს არის ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის სუვერენიტეტის, რეალური დამოუკიდებლობის მოპოვება, რაზეც ჩვენმა წინაპრებმა იზრუნეს და სისხლი დაღვარეს და მეორე მხარეს ასეთი მოცემულობაა – ჩვენ უნდა ვიყოთ იმ დაკვეთის შემსრულებლები, რასაც პირდაპირ გვეუბნებიან – ვიდგეთ ცალ ფეხზე, გარედან გვიკარნახონ, რომელი კანონი უნდა მივიღოთ, როდის ჩავერთოთ ომში, გავაგზავნოთ მებრძოლები და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის უფლება არ გვქონდეს. 
გამჭვირვალობის შესახებ კანონი გვჭირდება სწორედ ამიტომ, რომ არ მოხდეს გარედან ქართული პოლიტიკის ფორმირება ფულის სანაცვლოდ. ჩვენ გვახსოვს, რომ „ისფედმა“ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგი გააყალბა და ქვეყანაში ლამის რევოლუცია მოხდა. ქვეყანაში რევოლუციის ფორმირების უკვე რამდენიმე მცდელობა იყო. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ქვეყანა არ იყოს ძლიერი, რომ მას არ ჰქონდეს რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, არ ჰყავდეს ძლიერი მთავრობა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
ველოდები, რომ საქართველოს საზოგადოება, როგორც ქუჩაში დააფიქსირა ერთიანი პოზიცია და ლეგიტიმაცია მისცა მთავრობას, ბოლომდე იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი, ქვეყნის უსაფრთხოებისა ინტერესების დაცვის გზაზე. იმედი მაქვს ევროპარლამენტში და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი არჩევნების.
ვფიქრობ, რომ საქართველო იქნება ლიდერი, რომელმაც პირველმა, ხმამაღლა თქვა სიმართლე, რომ ქვეყნებს უპირატესი ინტერესის უფლება აქვთ, ისეთ ქვეყანასაც, კი რომელიც არ არის ზესახელმწიფო და არ არის რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი.
პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას არ უნდა მისცენ ბიძგი საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. დღეს ცდილობენ, რომ ქართულ საზოგადოებას, მით უმეტეს ახალგაზრდებს, თუნდაც მცირე ნაწილს, საკუთარი თავისა და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიაღებინონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ასევე იხილეთ